საქართველოში 1-ელი ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის
მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის შემოდგომიდან
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული.