იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ამნისტია ცხადდება
საქართველოს პარლამენტს განსახილველად ორი კანონპროექტი
წარუდგინეს.
პროექტის მიხედვით, იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის
დარღვევაზე ამნისტია ცხადდება.
,,დაახლოებით 245 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს
ამნისტია შეეხება. საუბარი იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების
წესის დარღვევის გამო, დაახლოებით, 76 მილიონი ლარის გადაუხდელ
ჯარიმებზე" - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.