გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ახალუბანში ორი მწყემსი საოკუპაციო
ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. დაკავებულები არიან 63-წლის თამაზ
ფსიტიძე და 65-წლის ვაჟა სრესელი.
ადგილობრივი მკვიდრი ჯუმბერს ფსიტიძე ამბობს, რომ მინდორში საქონელს,
მასთან ერთად, სულ ოთხი ადამიანი მწყემსავდა:
,,ნახირში ოთხნი ვიყავით. რუსი ჯარისკაცები გამოჩნდნენ და მათ
დაგვიძახეს: ორი ძროხაა გადასული და წაიყვანეთო. ჩვენ დავიჯერეთ და
ორი მწყემსი ამ ვითომ გადასული ძროხების გამოსაბრუნებლად წავიდა.
სწორედ, მაგ დროს დააკავეს თამაზი და ვაჟა. დანარჩენი ორნი აქეთ
ვიყავით.'' - ამბობს ჯუმბერ ფსიტიძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მწყემსები ქართულ
მხარეს უკვე გადასცეს.