გორისა და უფლისციხის
მინდვრებზე, ე.წ. ღრმა ხევთან ფოტოგრაფები წვრთნების შუაგულში
აღმოჩდნენ, ხოლო გასროლილი ტყვიებისგან თავდასაცავად ხევში
ჩაიმალნენ.
ამის შესახებ ერთ-ერთი ფოტოგრაფი qartli.ge-ს ესაუბრა. მისი თქმით,
შემთხვევა 25 ივნისს, დაახლოებით 14 საათიდან 16 საათამდე პერიოდში
მოხდა.
ის და მისი მეგობარი კვერნაკის ქედების პეიზაჟების გადაღებით იყვნენ
დაკავებული, როდესაც ტყვიების ზუზუნი ატყდა:
,,სამხედრო ნაწილიდან საკმაოდ ვიყავით დაცილებულები, დიდი ხევები
რომაა, იქ ვაპირებდით ჩასვლას, როდესაც წრთვნები დაიწყეს. მოვყევით
სროლაში და სულ ახლოს გაგვიზუზუნა ტყვიებმა. ეს დღის 14-დან 16
საათამდე გრძელდებოდა პერიოდულად. ხევში ჩავიმალეთ შეშინებულებმა,
არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი გვინახავს არსად.'' - ამბობს
ფოტოგაფი.
იგი დარწმუნებული იყო, რომ სრულიად უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა და
არც რაიმე ინფორმაცია გააჩნდა, რომ იქ წვრთნების ადგილია.
ფოტოზე:
ფოტოგრაფების ადგილსამყოფელი კოორდინატების მიხედვით