დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 23,
ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 13, გურია - 2, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 23, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი -
11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 14 074 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 102 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 7 972 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 874-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ივნისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.34%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 808 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 350 466-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 275 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 107
საიდანაც: 2 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 466, აჭარაში - 154, იმერეთში - 287. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 600 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში
- 41, იმერეთში -127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პირი,
მათგან თბილისში - 109, აჭარაში - 9, იმერეთში - 11. 598 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 232-
აჭარაში. 4 907 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 27 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 889 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 241 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 413, პირი, აჭარაში - 571, იმერეთში - 1 058.