არაშენდის მთაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა.
ღონისძიება ა(ა)იპ შშმ პირთა სარეაბილიტაციო სპორტულ -
გამაჯანსარებელი საცხენოსნო კლუბ "კენტავრისა" და გორის მერიის
სპორტის განვითარების პროგრამით, თანადაფინანსებით, ჩატარდა.
შეჯიბრში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული 25 - მდე ცხენოსანი
მონაწილეობდა. გამარჯვებულები 4 კატეგორიაში გამოვლინდნენ და
სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
დოღი გორის მუნიციპალიტეტში უკვე მეორედ ჩატარდა და ის ჯანსაღი
ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად