გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 35 წლის მამაკაცი
დააკავეს.
პოლიცია ავტობუსში მყოფმა მგზავრებმა გამოიძახეს და შსს-ს
საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, რომ ნასვამი მოქალაქე ფეხმძიმე ქალს
შეურაცხყოფას აყენებდა.
,,#3 ავტობუსში ნასვამმა მამაკაცმა ორსულ გოგონას და მის მეგობრებს
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გოგონამ საპატრულო პოლიცია
გამოიძახა.'' - გვითხრეს მოქალაქეებმა.
როგორც ირკვევა, ინციდენტი კომბინატის დასახლებიდან დაიწყო. პირველ
გაჩერებაზე ამოვიდნენ გოგონები, შემდეგ გაჩერებაზე კი, ნასვამი
მამაკაცი:
,,ეს ბიჭი ამ გოგოებს მიუჯდა და დაიწყეს კამათი. რატომ მეჯიკავებიო -
ეუბნებოდა გოგოს. გოგომ უპასუხა, როდის გეჯიკავებიო. მერე ბიჭმა
უთხრა: ცოტა უნდა გახდე, რომ სხვაც დაჯდესო. ამას მოყვა კამათი და
გამოვიძახეთ პოლიცია'' - ამბობს მგზავრი.
პოლიცია ავტობუსს სტადიონის გაჩერებაზე დახვდა და ნასვამი მამაკაცი
წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.