გორში პატრულმა გვიან ღამით კორპუსის ეზოში სამეზობლო ქეიფი აღკვეთა.
შემთხვევა 01:00 საათზე მოხდა.
მოქალაქეები სტალინის ქუჩაზე მდებარე 9-სართულიანი კორპუსის ეზოში
იყვნენ შეკრებილები და კომენდანტის საათის მოხსნას აღნიშნავდნენ.
,,როგორც ჩანს, ერთ-ერთი მეზობელი შეწუხდა და იმან გამოიძახა. ეზოში
ქეიფობდნენ კორპუსში მცხოვრებლები. 3 ეკიპაჟი პატრული რომ მოვიდა,
მშვიდობიანად დაიშალნენ'' - გვითხრეს სუპერმარკეტ ,,ბასკეთში'',
რომლის სიახლოვეს მოხდა ფაქტი.
შეგახსენებთ, 2021 წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში კომენდანტის საათი
მოიხსნა. კორონავირუსის პანდეემის გამო, გადაადგილებაზე შეზღუდვები
2020 წლის ნოემბრიდან იყო დაწესებული.