დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 77,
ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 40, გურია - 9, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 30, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი -
9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
გამოჯანმრთელდა 607 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 353 231-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 335 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 190 კვლევა ტესტით, მათ
შორის 13 696 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 494 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 368 022-ს.
1 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.42 %,
ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.09%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 430
საიდანაც: 2 771 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 557, აჭარაში - 159, იმერეთში - 361. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 607 პირი, მათ შორის, თბილისში - 316, აჭარაში
- 34, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი,
მათგან თბილისში - 110, აჭარაში - 6, იმერეთში - 10. 620 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 425 - თბილისში, 182-
აჭარაში. 6 039 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 118 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 114, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 1 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 907 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 065 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 454, პირი, აჭარაში - 631, იმერეთში - 779.