გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კარბში ახალი სარწყავი სისტემა
ამუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაციის
სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, 10 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და
წყალგამანაწილებელი არხი მოაწესრიგეს.
მათი ცნობით, ახალი არხით ირწყვება როგორც სოფელ კარბის, ასევე
მერეთის ნაწილი - ჯამში 300 ჰა.