ხაშურის მუნიციპალიტეტში, პატრულირების დროს, 3 სატვირთო მანქანა
შეაჩერეს, სადაც უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე იყო განთავსებული.
ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან
გვაცნობეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ძარაზე ჯამში 51 ერთეული წიწვოვანი სახეობის
მორი იყო განთავსებული.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა
შესაბამისი ოქმები.