შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის
მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით
დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი: 1983 წელს
დაბადებული ა.ნ., 1999 წელს დაბადებული თ.დ., 1986 წელს დაბადებული ი.
ქ. და 1996 წელს დაბადებული თ. ხ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის
გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის
მიმდინარეობის დროს, დაკავებულმა ა.ნ.-მ და თ.დ.-მ ინგოროყვას ქუჩაზე
მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის
ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებულებმა ი.ქ.-მ და თ.ხ.-მ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის
მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი
საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე
-2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების
მიერ სულ 7 პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და
სამძებრო მოქმედებები.
იხ. ამავე თემაზე
ჟურნალისტებზე
ძალადობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს