გორში გაზგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად
3 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი გამოცხადდა.
გამოძიება დაწყებულია.
ჟურნალისტებთან პოლიცია კომენტარს არ აკეთებს. მიმდინარეობს
თანამშრომელთა გამოკითხვა.
გაზგასამართი სადგური ეკუთვნის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის,
გიორგი ხოჯევანიშვილის ოჯახს.