ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი, 1992
წელს დაბადებული დავით კუტალაძე დააკავეს.
გამოძიების ცნობით, მან 5 ივლისს, "სირცხვილიას" ოფისში, ტელეკომპანია
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს-ს ცნობითვე, 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის
ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20
პირი დააკავეს, მათ შორის - 5 ტელეკომპანია ტვ პირველის გადამღებ
ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე
-2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.