დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 659 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 441 შემთხვევა, აჭარა - 75, იმერეთი - 37,
ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 17, გურია - 1, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 26, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი -
11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 713 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 939-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 468 პირი
ემსხვერპლა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 14 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 608 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 7 592 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 659 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 811-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.87 ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.24%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 378
საიდანაც: 3 740 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 995, აჭარაში - 187, იმერეთში - 421. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 729 პირი, მათ შორის, თბილისში - 388, აჭარაში
- 46, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პირი,
მათგან თბილისში - 123, აჭარაში - 2, იმერეთში - 8. 902 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 655 - თბილისში, 242-
აჭარაში. 7 736 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 940 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 447 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 997, პირი, აჭარაში - 785, იმერეთში - 1 036.