დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევიდან
თბილისში გამოვლენილია 1 136 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 164,
ქვემო ქართლი - 104, შიდა ქართლი - 56, გურია - 11, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 64, კახეთი - 115, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი -
32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 619 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 360 558-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 479 პირი
ემსხვერპლა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 35 117 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 996 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 14 121 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 379 673-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.0% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.26%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610
საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 266, აჭარაში - 187, იმერეთში -
417.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728 პირი, მათ შორის, თბილისში - 388,
აჭარაში - 44, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
180 პირი, მათგან თბილისში - 133, აჭარაში - 2, იმერეთში - 9.
924 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 677 -
თბილისში, 242- აჭარაში.
8 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 12 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 941 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 005 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 3 173, პირი, აჭარაში - 847, იმერეთში - 1 032.