ქალაქ ქარელში ხანძარია. მეხანძრეთა დამატებითი ეკიპაჟი კასპიდან
გამოიძახეს.
ადგილზე სამაშველო ბრიგადები საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ სამაშველო
სამსახურის თანამშრომლები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც
გამოიძახეს.
ერთი ეკიპაჟი კასპიდანაც გაგზავნეს.
სამაშველო სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით, სახანძრო
სამაშველო სამსახურმა მოახერხა ცეცხლის ლიკვიდირება. სახლი არ
დამწვარა. დაშავებულიც არავინ არის.