უფლისციხესთან მდებარე, ტურისტულ სოფელ ქვახვრელში, ცენტრალური
სასოფლო გზის მოასფალტება დასრულდა. როგორც სამშენებლო კომპანიის
წარმომადგენლები აცხადებენ, დარჩენილია, მხოლოდ, მცირედი
სამუშაოები.
ამჯერად, მოასფალტდა დაახლოებით 880 მ სიგრძის გზა. დანარჩენი პირველი
ეტაპის სამუშაოები გასულ წელს განხორციელდა.
ახალი მონაკვეთი წარმოადგენს შემოვლით გზის ნაწილს, რომლითაც
უფლისციხე-ერთაწმინდა-ქვათახევის ტურისტულ მარშრუტს წარმოადგენს.
უფლისციხე-გორის გზა კი სრულად მოასფალტებულია.
სოფელ ქვახვრელში გაკეთდა რამდენიმე საოჯახო სასტუმრო, გაყვანილია
ბუნებრივი აირი, ყველა ოჯახში სასმელი წყალია დამონტაჟებული
მრიცხველებით, მოწყობილია გარეგანათება.