გორში, სტალინის ქუჩაზე კედლის ფასადი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად,
არავინ დაშავებულა.
ფოტოები ადგილობრივმა მკვიდრმა მოგვაწოდა, რომელიც აცხადებს, რომ
მერიამ პრობლემის შესახებ იცის.
მისი თქმით, ფასადის ნაწილი რღვევას განაგრძობს და დროულ რეაგირებას
საჭიროებს.