თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების
გარდა, ვაქცინაციის პროცესში სახელმწიფოს კიდევ ორი უწყების
თანამშრომლები ჩაერთვნენ.
ამ მიზნით ,,გორმედს" ისევ კოვიდცენტრის ფუნქცია დაუბრუნდა.
როგორც კლინიკის წარმომადგენელმა გვაცნობა, ,,გორმედი'' კოვიდკლინიკად
დღეს გადაკეთდა.
,,დღეიდან ,,გორმედის" ვაქცინაციის კაბინეტებში შსს-სა და იუსტიციის
სამინისტროს თანამშრომლები იცრებიან'' - აღნიშნეს კლინიკაში.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ ძირითადად
სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ემსახურება.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი
შემთხვევიდან: შიდა ქართლი - 48 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ვაქცინაციის პროცესში ჩართულები არიან გორის სამხედრო ჰოსპიტალი და
გორმედი.