ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების
848 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე
გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს
388 329-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.60% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.92%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 231 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 366 250-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 566 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 487 შემთხვევა, აჭარა - 94, იმერეთი - 46,
ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 25, გურია - 21, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 35, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი -
12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 487
საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 651, აჭარაში - 273, იმერეთში - 535. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 859 პირი, მათ შორის, თბილისში - 447, აჭარაში
- 46, იმერეთში -175. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი,
მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 3, იმერეთში - 9. 1 092 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 731 - თბილისში, 334-
აჭარაში. 10 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 10.
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 960 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 130 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 4 453, პირი, აჭარაში - 1 545, იმერეთში - 1 423.