ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 616 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 367 130-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 592 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 557 შემთხვევა, აჭარა - 205, იმერეთი - 191,
ქვემო ქართლი - 117, შიდა ქართლი - 115, გურია - 24, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 128, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი
- 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197
საიდანაც: 4 495 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 667, აჭარაში - 279, იმერეთში - 536. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 855 პირი, მათ შორის, თბილისში - 420, აჭარაში
- 45, იმერეთში -197. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი,
მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 3, იმერეთში - 8. 1 120 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 759 - თბილისში, 334-
აჭარაში. 12 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 19 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 963 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 720 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 4 694, პირი, აჭარაში - 1 685, იმერეთში - 1 399.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი
მონაცემებით, ჩატარდა 36 375 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 616
ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 880 პირი, დადებითობის დღიური
მაჩვენებელი არის 7.19 %