დღეს, გორში, სტალინის მუზეუმს ტურისტების საკმაოდ დიდი რაოდენობა
ესტუმრა. მაგალითად, აეროპორტის სამგზავრო ავტობუსით მუზეუმში ორი
40-წევრიანი ჯგუფი მიიყვანეს.
მუზეუმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მარტის შემდეგ მუზეუმს სულ
12018 ტურისტი ესტუმრა.
უფრო კონკრეტულად, მონაცემები ასე გამოიყურება:
მარტი - 566
აპრილი - 1165
მაისი - 2608
ივნისი - 3220
ივლისი - 4459
ტურისტები არიან რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან,
პოლონეთიდან.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, მუზეუმი 2020 წლის
ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე დაკეტილი იყო. 1-ლი მარტიდან დამატებით
6 ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლას PCR ტესტის ნეგატიური
პასუხით შეუძლია. ამ ქვეყნების ჩამონათვალში შედის: სომხეთი,
აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი.