ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 261 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
გამოჯანმრთელდა 1 410 პირი, ხოლო გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 636 პირი
ემსხვერპლა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 395 621-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 369 483-მდე.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
5.25% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.78%..
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა - 238, იმერეთი - 173,
ქვემო ქართლი - 119, შიდა ქართლი - 123, გურია - 43, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 100, კახეთი - 126, მცხეთა-მთიანეთი -50, სამცხე-ჯავახეთი -
29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 476
საიდანაც: 4 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 687, აჭარაში - 339, იმერეთში - 569. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 906 პირი, მათ შორის, თბილისში - 439, აჭარაში
- 59, იმერეთში -193. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი,
მათგან თბილისში - 147, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 501 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 901 - თბილისში, 361-
აჭარაში. 14 313 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 10.
სულ 6 ოქტომბრიდან - 21 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 972 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 057 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 5 219, პირი, აჭარაში - 2 141, იმერეთში - 1 514.