გორის მუნიციპალიტეტში 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ოფისის
წარმომადგენელმა, ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.
გორის მერიის საინფორმაციო ვებ-გვერდზე მის მიერ გამოქვეყნებული
მონაცემების თანახმად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თვითიზოლაციაშია
402 მოქალაქე იმყოფება.
რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტის მონაცემებს, კასპსა და
ხაშურში 28-28 ახალი შემთხვევები გამოვლიდან
თვითიზოლაში გადავიდა კასპის 165 მცხოვრები, ხოლო ხაშურში
ინფიცირებულებს უფრო მეტი კონტაქტი დაუდგინეს - თვითიზოლაციის
რეკომენდაცია 231 მოქალაქეს მიცეს.
ქარელში 8 ახალი შემთხვევაა - თვითიზოლაციაში გადავიდა 101 პირი.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 261 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
გამოჯანმრთელდა 1 410 პირი, ხოლო გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 636 პირი
ემსხვერპლა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 395 621-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 369 483-მდე.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
5.25% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.78%..