ქარელსა და ხაშურში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყით დატვირთული 7 მანქანა გააჩერეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი
გამოავლინეს.
ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაჩერებული
ავტომანქანების ძარაზე სხვადასხვა სახეობის მრგვალი მორი იყო
განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
ავტომანქანები დაილუქა.
პრეს-სამსახურის ცნობით, მხოლოდერთ თვეში, ქვეყნის მასშტაბით, 2021
წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 43 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული
სახერხი საამქრო.