22 ივლისს, გარდაიცვალა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი
პრემიერ-მინისტრი, ბორის ჩოჩიევი.
ოსური მედიის ცნობით, მას კორონავირუსი ჰქონდა და ჩრდილოეთ ოსეთში,
ვლადიკავკაზის კლინიკაში მკურნალობდა.
ბორის ჩოჩიევი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქართულ-ოსურ
მოლაპარაკებებში.
იყო შერეული საკონტროლო კომისიის წევრი. 2008 წლის აგვისტოში,
რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა
ედუარდ კოკოითმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა.
2008 წლის ოქტომბერში კოკოითმა მთავრობის შემადგენლობა შეცვალა და
ჩოჩიევმა თანამდებობა დატოვა. მან მუშაობა გააგრძელა დე-ფაქტო
რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
ამ თანამდებობიდან კი, 2015 წელს ლეონიდ თიბილოვის მმართველოს
პერიოდში, გადადგა.
იგი დაიბადა 1957 წლის 1 ნოემბერს ცხინვალის რაიონში.