გუშინ, კასპის მეორე სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე გარდაიცვალა. ამ
ფაქტმა სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა გამოიწვია. ახლობლები და ამ
სკოლის კურსდამთავრებულები მწუხარებას გამოთქვამენ მისი გარდაცვალების
გამო, მეორეს მხრივ კი, - სოციალურ ქსელში გარდაცვალებას ვაქცინაციას
უკავშირებენ.
ოლია მახარაძის შვილიშვილი, ნოდარ მახარაძე აცხადებს, რომ მისი ბებიის
გარდაცვალება ვაქცინაციას არ უკავშირდება, რადგან ბებია ორი კვირით
ადრე აიცრა. მასთან ინტერვიუ
,,ბათუმელებმა''
ჩაწერა:
"ეს არის აბსოლუტური ტყული. მე ვარ პროფესიით ექიმი-რეანიმატოლოგი.
სამწუხაროა, რომ ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ბებია აიცრა 6
ივლისს და თავს კარგად გრძნობდა. მას მეორე დოზა უწევდა 27 ივლისს.
ბებიას ჰქონდა გულის ჩივილები და დადგა კარდიული სიკვდილი. ვაქცინა აქ
არაფერ შუაშია," – აცხადებს ნოდარ მახარაძე.