ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 796 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 088 პირი, ბოლო 24 საათში
კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 413, იმერეთი - 263,
ქვემო ქართლი - 152, შიდა ქართლი - 120, გურია - 71, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 108, კახეთი - 178, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი -
57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
6.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.0 %.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 147
საიდანაც: 5 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 841, აჭარაში - 556, იმერეთში - 771. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში - 493,
აჭარაში - 82, იმერეთში -246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
216 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 5, იმერეთში - 16. 1 811
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 966 -
თბილისში, 530- აჭარაში. 20 909 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 8.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 413 626-ს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 768 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 28 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 978 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 283 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 6 523, პირი, აჭარაში - 3 539, იმერეთში - 2 110.