ხაშურის საკრებულოში ,,პატრიოტთა ალიანსის'' წევრები ,,ქართულ
ოცნებაში'' გადავიდნენ. ამის გამო, ფრაქცია დაიშალა.
ფრაქციაში, რომლის სახელწოდება იყო "საქართველოს პატრიოტთა
ალიანსი-დამოუკიდებლები", გაწევრიანებულები იყვნენ:
თავმჯდომარე - მიხეილ კაპანაძე; თავჯდომარის მოადგილე - ნოვე
ტაბატაძე; წევრები: აკაკი ჩიტაძე და ალექსანდრე სიმონიშვილი.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მიხელ ჯანაშვილი აცხადებს, ამ ფრაქციის
ორი წევრი იყო პატრიოთა ალიანსიდან - აკაკი ჩიტაძე და ალექსანდრე
სიმონიშვილი.
შეგახსენებთ, მანამდე, ,,ქართული ოცნების'' რიგები დატოვა 7-მა
წევრმა, რომლებსაც საკრებულოში თანამდებობები ეკავათ.