30 ივლისს გორისა და კასპის 18 სოფელს გაზის მიწოდება შეუწყდება
30 ივლისს გორისა და კასპის 18 სოფელს გაზის მიწოდება შეუწყდება. ამის
შესახებ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან''
გვაცნობეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ამ დღეს "საგურამო-ქუთაისის" მაგისტრალურ
გაზსადენზე, ავარიულ-აღდგენით სამუშაოები განხორციელდება:
,,მიმდინარე წლის 30 ივლისს დილის 4:00 დან 11:00 საათამდე
ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გორისა და კასპის
მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებს: ნადარბაზევი, ნაწრეტი, შავშვები, წითელუბანი,
ხურვალეთი, ხურვალეთის დევნილთა დასახლება, ახალშენი, ბერშუეთი, ზემო
ახალსოფელი, ზემო სობისი, ზერტი, ზეღდულეთი, კირბალი, ქვემო
ახალსოფელი, ქვემო სობისი, დოესი, უფლისციხე, ქვახვრელი.'' -
აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უზრუნველყოფს
მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.