ამერიკელი ექიმი, კრიტიკული მედიცინისა და პულმონოლოგიის დოქტორი
ხავიერ პერეს-ფერნანდესი გორში სამედიცინო ქსელ ,,გორმედს“
ესტუმრა.
პერეს-ფერნანდესი კოვიდპაციენტების მართვის პროცესებს გაეცნო და
ქართველ კოლეგებთან შეერთებულ შტატებში დანერგილ ახალ ტექნოლოგიებსა
და მიდგომებზე ისაუბრა.
დოქტორი ხავიერ პერეს-ფერნანდესი მაიამის კრიტიკული მედიცინის
სერვისების სამედიცინო დირექტორია. ამავდროულად, არის ასოცირებული
პროფესორი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ფლორიდის
მწვავე-გადაუდებელი ქირურგიული სამუშაო ჯგუფის წევრი.
შეერთებულ შტატებში იგი COVID-19 პანდემიის მართვის პროცესებში სწრაფი
რეაგირების ტექნოლოგიების დანერგვაში მონაწილეობს.
,,გორმედის" კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის განცხადებით,
,,გორმედი" როგორც კოვიდის, ასევე სხვა პათოლოგიების მართვის მხრივ,
სამედიცინო სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია
რეგიონში და პერეს-ფერნანდესი ქსელში არსებული ვითარებით და ვირუსული
ინფექციის მართვის პროცესებით დაინტერესდა.