გორში, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია. შემთხვევის შედეგად არავინ
დაშავებულა.
ერთი ტოტი მანქანას დაეცა, ხოლო ხე სახლმა შეაკავა. როგორც
ადგილობრივები იუწყებიან, დაზიანებულია სახურავი.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ ქარისგან დაზიანდა მე-12 სკოლის
სახურავიც.
ერთი თვის წინ, ანალოგიური ფაქტი მოხდა ჭავჭავაძის ქუჩაზე. ქარისგან
წაქცეული ხე ქუჩაზე დაეცა.