2 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1655 ახალი
შემთხვევა დადასტურდა. 23 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.
ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულია 30 943 ადამიანი. 7-დღიანი
დადებითობის მაჩვენებელია 7,68 პროცენტი.
დღეის მონაცემებით საქართველოში სრულად აცრილია 161 542 ადამიანი,
ერთი დოზით – 345 238.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 701 შემთხვევა, აჭარა - 392, იმერეთი - 130,
ქვემო ქართლი - 85, შიდა ქართლი - 50, გურია - 31, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 101, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი -29, სამცხე-ჯავახეთი -
43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 943
საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 3 060, აჭარაში - 715, იმერეთში - 824. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 214 პირი, მათ შორის, თბილისში - 551,
აჭარაში - 112, იმერეთში -277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
243 პირი, მათგან თბილისში - 179, აჭარაში - 7, იმერეთში - 15. 2 228
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 -
თბილისში, 819- აჭარაში. 22 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 1 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 990 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 171 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 7 125 პირი, აჭარაში - 4 315, იმერეთში - 2 602.