გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში საჩოგბურთო კლუბმა
ფუნქციონირება განაახლა.
ვარჯიში დილის 7 საათზე იწყება და მსურველებს კლუბში გასაწევრიანებლად
კვლავ ეპატიჟებიან.
საჩოგბურთო კორტი სოფლის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე მოეწყო. კლუბის
ხელმძღვანელია მარკოზ კუმელაშვილი.
აქვეა სატრენაჟორო ღია სივრცე მოწყობილი.