შიდა ქართლში კორონავირუსის 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 5 აგვისტო
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 670 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
გამოჯანმრთელდა 2 626 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 393 453-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 986 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 652 შემთხვევა, აჭარა - 601, იმერეთი - 400,
ქვემო ქართლი - 197, შიდა ქართლი - 155, გურია - 93, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 190, კახეთი - 187, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი -
89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.