კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მკვლელობა მოხდა.
გარდაცვლილია დაახლოებით 50 წლის მამაკაცი. ის სოფელ ნოსტეში
ცხოვრობდა. დაჭირილია კიდევ - 2.
შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 26 წლის მამაკაცი.
პოლიციის ვერსიით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა
ლ.ხ.-მ, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტში,
ურთიერთშელკაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი
ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო
დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში
გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი - 1971 წელს დაბადებული გ.გ.,
სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო, კლინიკაში მიყვანიდან
რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე
დააკავა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.