კასპის პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც 2 ადამიანის
დაჭრასა და 1 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტებზე დასდეს
ბრალი.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრეს-სამსახური ავრცელებს.
პოლიციის ვერსიით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა
ლ.ხ.-მ, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტში,
ურთიერთშელკაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი
ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო
დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში
გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი - 1971 წელს დაბადებული გ.გ.,
სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო, კლინიკაში მიყვანიდან
რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე
დააკავა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.