ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 216 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 735 პირი, გარდაიცვალა -
38 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 444 569-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 397 240-მდე. პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 054 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.25%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 216 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 889 შემთხვევა, აჭარა - 620, იმერეთი - 464,
ქვემო ქართლი - 217, შიდა ქართლი - 195, გურია - 92, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 265, კახეთი - 273, მცხეთა-მთიანეთი -106, სამცხე-ჯავახეთი
- 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 249
საიდანაც: 6 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 3 047, აჭარაში - 837, იმერეთში - 930. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 303 პირი, მათ შორის, თბილისში - 579,
აჭარაში - 129, იმერეთში -229. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
287 პირი, მათგან თბილისში - 191, აჭარაში - 17, იმერეთში - 20. 2 523
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 174 -
თბილისში, 812- აჭარაში. 32 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 6 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 002 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 752 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 5 026, იმერეთში - 3 597.