ხაშურში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის, ვაშლს შეიძენენ. ამის
შესახებ ტენდერი საბავშვო ბაღების გაერთიანებამ გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თითო ვაშლის წონა მინიმუმ 100
გრამი უნდა იყოს.
დღევანდელი მონაცემებით, ტენდერში მონაწილეობა ორმა ინდმეწარმემ
მიიღო.
ერთი მათგანი ხაშურში, ხოლო მეორე - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
არაშენდაში ცხოვრობს.
გამარჯვებული ინდმეწარმე ვალდებული იქნება წლის ბოლომდე საბავშვო
ბაღებში ვაშლი დადგენილი გრაფიკის მიხედვით მიაწოდოს.