ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 352 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2
635 პირი, გარდაიცვალა 48 ადამიანი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 461 198-ს.
ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 409 110-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 230 პირი
ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
9.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.27%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 352 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 363 შემთხვევა, აჭარა - 905, იმერეთი - 564,
ქვემო ქართლი - 262, შიდა ქართლი - 285, გურია - 124, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 281, კახეთი - 340, მცხეთა-მთიანეთი -134,
სამცხე-ჯავახეთი - 70, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 832
საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 3 075, აჭარაში - 862, იმერეთში -
941.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში - 564,
აჭარაში - 134, იმერეთში - 322. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
302 პირი, მათგან თბილისში - 197, აჭარაში - 22, იმერეთში - 17
3 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 401
- თბილისში, 1 298- აჭარაში.
36 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 015 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 087 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 19 802, პირი, აჭარაში - 5 433, იმერეთში - 3 783.