შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის
ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ
გოსტიბეში გაუჩინარებული 66 წლის ქალბატონის შესახებ.
ინიციატორის გადმოცემით, ქალბატონი სახლიდან 7 აგვისტოს სავარაუდოდ
ტყის მიმართულებით იყო გასული, რის შემდეგაც ოჯახის წევრებისთვის
კვალი იკარგებოდა.
ტერიტორიაზე არსებული ხევებისა და ტყის მასივების დათვალიერების
შედეგად, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა
გაუჩინარებული ქალბატონის ადგილსამყოფელის იპოვეს.
მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის
სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა შიდა ქართლის
მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობით.
საძიებო პროცესში ჩართული იყო საფრენი აპარატი დრონი.