კასპის მუნიციპალიტეტის მერის თანამშრომელი გიორგი თაბუაშვილი
თანამდებობას ტოვებს და ოპოზიციაში მიდის.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ის 2012 წლიდან ,,ქართული ოცნების'' წევრი იყო:
,,მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ გადაუხვია თავის კურსს,
გადავწყვიტე დავტოვო თანამდებობა და გიორგი გახარიას გუნდს
შევუერთდე'' - განაცხადა მან.
გიორგი თაბუაშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურში სპეციალისტად მუშაობდა.