ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 359 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 471 685-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
9.90% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.74%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 2 726 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 415 146-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 321 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარა - 813, იმერეთი - 698,
ქვემო ქართლი - 270, შიდა ქართლი - 307, გურია - 92, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 335, კახეთი - 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი
- 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 50 192
საიდანაც: 6 635 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 3 014, აჭარაში - 880, იმერეთში - 971. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 327 პირი, მათ შორის, თბილისში - 583,
აჭარაში - 137, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
326 პირი, მათგან თბილისში - 196, აჭარაში - 19, იმერეთში - 19. 3 409
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 615 -
თბილისში, 1 298- აჭარაში. 40 148 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს
გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 53, ხოლო აჭარაში - 5.სულ 6 ოქტომბრიდან - 12 აგვისტოს
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 25 026 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 871
ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 342, პირი, აჭარაში - 5 687,
იმერეთში - 3 935.