გორში 9-10 აგვისტოს დაზიანებულ სახურავებს კომპანია ,,აღმაშენებელი
2012'' შეაკეთებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიამ 11
აგვისტოს მიიღო.
გორის ბიუჯეტიდან, ჯამში, 260 000 ლარი გამოიყო. ხელშეკრულების
მიხედვით, კომპანია 2021 წლის 31 ოქტომბრამდე დაასრულებს შემდეგი
კორპუსების სახურავებს:
- ბარნოვის ქ. 9
- ამილახვრის ქუჩა
- მელიქიშვილის ქუჩა N13
- ცხინვალის გზ. N9ბ
- თარხნიშვილის ქ. N21
კომპანია ვალდებულია 3 წლის განმავლობაში, სახურავის დაზიანების
შემთხვევაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები საკუთარი სახსრებით
უზრუნველყოფს. კომპანიის დირექტორია გრიგოლ როსტომაშვილი.
ტენდერების მონიტორინგის ვებ-გვერდის მიხედვით, ,,აღმაშენებელი
2012''-ს მონაწილეობა აქვს მიღებული 1000-მდე ტენდერში. აქედან 470
შემთხვევაში ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმეს.