ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 579 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 477 264-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10.13% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.93%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 867 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 417 013-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 371 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 579 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 355 შემთხვევა, აჭარა - 746, იმერეთი - 667,
ქვემო ქართლი - 281, შიდა ქართლი - 345, გურია - 133, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 364, კახეთი - 418, მცხეთა-მთიანეთი -125,
სამცხე-ჯავახეთი - 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 854
საიდანაც: 6 835 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 3 106, აჭარაში - 913, იმერეთში - 968. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 398 პირი, მათ შორის, თბილისში - 597,
აჭარაში - 139, იმერეთში - 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
300 პირი, მათგან თბილისში - 192, აჭარაში - 19, იმერეთში - 17. 3 457
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 609 -
თბილისში, 1 298- აჭარაში. 43 562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს
გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 13 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 035 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 43 600 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 21 458, პირი, აჭარაში - 6 129, იმერეთში - 4 518.