შიდა ქართლის პოლიციის ყოფილი უფროსი ვოვა ჯუღელი კორონავირუსით
გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ
ქსელში ადასტურებენ.
ჯუღელი სამხარეო პოლიციას 2005-2010 წლებში ხელმძღვანელობდა. მუშაობის
პერიოდში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან,
ადამიანთა გატაცებების ფაქტებზე, მოლაპარაკებები სისტემატიურად
უხდებოდა.
2010 წლიდან კი, შიდა ქართლიდან შსს-ს სოდ-ის უფროსის მოადგილედ
გადაიყვანეს. 2012 წლიდან სოდი (სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი)
გაუქმდა.
ვოვა ჯუღელი გარდაიცვალა 54 წლის ასაკში.
გაზეთ ,,ქართლის ხმის''
ფოტო, 2006 წელი