ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 676 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 484 254-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.4%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.09%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 425 651
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 436 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 958 შემთხვევა, აჭარა - 538, იმერეთი - 319,
ქვემო ქართლი - 115, შიდა ქართლი - 80, გურია - 77, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 161, კახეთი - 297, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი
- 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141
საიდანაც: 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 3 176, აჭარაში - 931, იმერეთში - 1 007.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 421 პირი, მათ შორის, თბილისში - 608,
აჭარაში - 143, იმერეთში - 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
303 პირი, მათგან თბილისში - 198, აჭარაში - 18, იმერეთში - 20. 3 463
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 -
თბილისში, 1 298- აჭარაში. 41 692 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს
გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 043 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 500 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 24 018, პირი, აჭარაში - 6 968, იმერეთში - 4 986.