ბოლო 24 საათში საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები 4-ჯერ განმეორდა
საქართველოში ბოლო 24 საათში 4 მიწისძვრა მოხდა, მათ შორის ერთი 5,1
მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სამებაა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური
მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში
მიწისძვრა 3-ჯერ დაფიქსირდა.
პირველი 23:42 საათზე, შემდეგ 3:19 საათზე და მესამე 5:44 საათზე,
რომლის სიმძლავრემაც 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე ისევ სამებასთან
მცირე სიმძლავრის მიწისძვრა იყო გუშინ საღამოს, 19:42 საათზეც