დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა მარინა კოჩიევამ
განაცხადა, რომ შაბათ-კვირას ჩატარდა 208 ნიმუშის კვლევა.
"დღევანდელი მონაცემებით, 726 ადამიანი იმყოფება ექიმების
მეთვალყურეობის ქვეშ, 15 ადამიანი გამოჯანმრთელდა", - განაცხადა
კოჩიევამ.
მისი თქმით, პანდემიის დაწყებიდან დაინფიცირებულთა რიცხვი 4606
ადამიანია, 3880 გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, დე-ფაქტო სამხრეთ
ოსეთში პანდემიის დროს, 30 855 კვლევა ჩატარდა.